Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

100-100 ლარის გადახდა დაეკისრათ უგულავას პროცესის შემდეგ დაკავებულ პირებს


თბილისის საქალაქო სასამართლომ 100-100 ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა დააკისრა წუხელ, გიგი უგულავას პროცესის შემდეგ მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაკავებულ პირებს - კონსტანტინე გაბაშვილს, დავით გოგოხიას, ლაშა ჭიღლაძეს, ირაკლი ჩხვირკიას, ალექსანდრე ბედოიძეს, ხვიჩა სუხიშვილსა და ლაშა რუხაიას. ისინი წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებებით იყვნენ დაკავებული. სასამართლოს წინ პარასკევს მომხდარი დაპირისპირების დროს პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა, მათ შორის ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი ლევან ბეჟაშვილი, რომელიც პოლიციის მანქანაში ჩასვეს და დაპირისპირების ადგილიდან წაიყვანეს. დაახლოებით სამ საათში ის გაათავისუფლეს. ნაციონალურმა მოძრაობამ განაცხადა, რომ ის დეპუტატის უკანონო დაკავების გამოძიებას მოითხოვს. ნაციონალური მოძრაობა, რომელიც გმობს უგულავას დაკავებას და ამას პოლიტიკური ანგარიშსწორების ახალი ფაზის დაწყებად აფასებს, აცხადებს, რომ სასამართლოს წინ მომხდარი დაპირისპირება სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული უსაფრთხოების თანამშრომლების მიერ იყო პროვოცირებული.

XS
SM
MD
LG