Accessibility links

logo-print

იუწყებიან, რომ სუნიტი ექსტრემისტების ლიდერმა მოსულში იქადაგა


იუწყებიან, რომ გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, რომელიც ასახავს „ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფოს“ სახელით ცნობილი ჯგუფის ლიდერის, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის მიერ ერაყში, მოსულის მეჩეთში ჩატარებულ ქადაგებას. ამ სუნიტურ ექსტრემისტულ ჯგუფს ერაყსა და სირიაში არაერთი ტერიტორია აქვს დაპყრობილი. ვიდეოჩანაწერი ინტერნეტში 5 ივლისს გავრცელდა. ბაღდადიმ, რომელმაც 29 ივნისს გამოაცხადა, რომ მისი ჯგუფის მიერ დაპყრობილ ტერიტორიაზე ისლამური სახალიფო შეიქმნა, მუსლიმებს მოუწოდა მას დამორჩილდნენ, „სანამ მე ღმერთს ვემორჩილებიო“. ვიდეოჩანაწერზე ასახული პირის ვინაობის დამოუკიდებლად გადამოწმება არ ხერხდება. ბაქრ ალ-ბაღდადის „ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფოს“ სახელით ცნობილი ჯგუფი ხალიფა იბრაჰიმს უწოდებს. ჯგუფმა მოსული გასულ თვეში ჩაიგდო ხელში.

XS
SM
MD
LG