Accessibility links

logo-print

გარდაიცვალა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური, მიტროპოლიტი ვლადიმირი


კიევში 79 წლის ასაკში გარდაიცვალა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ყველაზე მსხვილი განშტოების მეთაური, მიტროპოლიტი ვლადიმირი. ამის შესახებ ცნობა მოსკოვის საპატრიარქოს ოფიციალურმა საიტმა გაავრცელა. ივნისის ბოლოს მიტროპოლიტს შიდა სისხლდენა დაეწყო. იუწყებოდნენ, რომ მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმე იყო, ერთი კვირის შემდეგ კი ის გაუარესდა. უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ 5 ივლისს კიევში გამართულ მოსახსენიებელ ცერემონიაზე თქვა, უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ დაკარგა ლიდერი, „უკრაინამ კი დიდი მოქალაქეო“. სამძიმრის წერილი გაგზავნა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა. მიტროპოლიტი ვლადიმირი, რომელიც კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტად იყო ცნობილი, უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას 1992 წლიდან ედგა სათავეში. მანამდე, ხუთი წლის განმავლობაში ის მოსკოვის საპატრიარქოს საქმეებს განაგებდა.

XS
SM
MD
LG