Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პალესტინელები: არაბი ახალგაზრდა ცოცხლად დაწვეს


პალესტინელთა გენერალური პროკურორის განცხადებით, იმ არაბი ახალგაზრდა ბიჭის გვამის გაკვეთის შედეგები, რომელსაც პალესტინელები ისრაელელი ექსტრემისტების მიერ, შურისძიების მიზნით მოკლულად მიიჩნევენ, მოწმობს, რომ ის ცოცხლად დაწვეს. პროკურორის, აბდელღანი ალ-ოვაივის განცხადებით, ახალგაზრდა ბიჭს, მუჰამედ აბუ ხუდიარს, სხეულის 90 პროცენტზე ჰქონდა დამწვრობები. პროკურორის ინფორმაციით, გაკვეთამ აჩვენა, რომ ბიჭს ფილტვებში კვამლი ჰქონდა - რაც მიანიშნებს, რომ დაწვის მომენტში ის ცოცხალი იყო. ისრაელის პოლიციის განცხადებით, გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს და ამ ეტაპზე დადგენილი არ არის ვინ ან რატომ მოკლა ბიჭი. ღაზიდან ექსტრემისტებმა ისრაელის ტერიტორიაზე 5 ივლისს კვლავ ისროლეს რაკეტები, პალესტინელი ბიჭის მკვლელობის გამო საპროტესტო აქციები ქალაქებს მოედო. პალესტინელი ახალგაზრდა 4 ივლისს დაკრძალეს აღმოსავლეთ იერუსალიმში. პალესტინელები თვლიან, რომ ბიჭი მოკლულ იქნა დასავლეთის სანაპიროზე უფრო ადრე გატაცებული და მოკლული სამი ისრაელელი ახალგაზრდის გამო შურისძიების მიზნით.

XS
SM
MD
LG