Accessibility links

მოლდავეთის სატელევიზიო საბჭომ აკრძალა „როსია 24“-ის მაუწყებლობა


მოლდავეთის ტელე და რადიო საბჭომ სამაუწყებლო ლიცენზია გაუუქმა ტელეარხ „როსია 24“-ს. ამასთან, საბჭომ 4 ივლისს სანქციები დააკისრა ოთხ მოლდავურ სამაუწყებლო კომპანიას. საბჭომ ეს არხები გააკრიტიკა „ახალ ამბებში აზრთა პლურალიზმის არქონის“ გამო. საბჭოს წევრმა, დინუ ჩოკანმა განაცხადა, რომ ამ მხრივ ყველაზე მეტად „როსია 24“ სცოდავს, რადგან მის ანალიტიკურ გადაცემებში უკრაინის კონფლიქტის შესახებ მხოლოდ ერთი პოზიციაა გამოხატული. „მხოლოდ ერთი წყარო არსებობს“ - თქვა მან და დასძინა - „ასეთი ტელეარხი მოლდავეთში მაუწყებელი არხების სიაში არ უნდა იყოს“. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 4 ივლისს თავის ვებსაიტზე გამოაქვეყნა განცხადება, რომ ის „აღშფოთებულია“ ამ გადაწყვეტილებით და რომ ეს უარყოფითად აისახება რუსეთისა და მოლდავეთის კავშირებზე.

XS
SM
MD
LG