Accessibility links

უკრაინის პრეზიდენტი: სლავიანსკში გამარჯვება „გარდამტეხია“


უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშემკოს განცხადებით, არმიის მიერ მოპოვებული წარმატება და სლავიანსკიდან პრორუსულად განწყობილი მეამბოხეების გაძევება „გარდამტეხი“ მომენტია მეამბოხეებთან მიმდინარე ბრძოლაში. თუმცა, პოროშენკომ დასძინა, რომ ქვეყნის აღმოსავლეთში, სლავიანსკზე და მასთან ახლოს მდებარე ქალაქებზე კონტროლის დაბრუნება არ წარმოადგენს „სრულ გამარჯვებას“ და „დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების გათავისუფლების“ სამხედრო ოპერაცია გაგრძელდება. პრემიერ-მინისტრმა, არსენი იაცენიუკმა მთავრობას უბრძანა რაც შეიძლება სწრაფად განაახლონ პოლიციის, სასამართლო სისტემის, ჯანდაცვის და სანიტარული სააგენტოების ფუნქციონირება. ამ განცხადებებამდე უკრაინის მთავრობის ძალებმა სლავიანსკის თავზე ეროვნული დროშა აღმართეს, მას შემდეგ, რაც ამ ინდუსტრიული ქალაქიდან სეპარატისტთა ძალები განდევნეს. არის ცნობები ექსტრემისტების რიგებში მსხვერპლის და დაჭრილების შესახებ. როგორც იუწყებიან, მეამბოხეებმა რეგიონის დედაქალაქ დონეცკს მიაშურეს.

XS
SM
MD
LG