Accessibility links

ისრაელმა დააპატიმრა პალესტინელი ახალგაზრდის მკვლელობაში ექვსი ეჭვმიტანილი


გავრცელებული ცნობებით, ისრაელის ოფიციალურმა პირებმა დააპატიმრეს ექვსი ადამიანი, რომლებიც პალესტინელი ახალგაზრდის გატაცებაში და მკვლელობაში არიან ეჭვმიტანილი. ისრაელის მედიაში გავრცელებული ცნობებით, ეჭვმიტანილები სავარაუდოდ ებრაელი ექსტრემისტები არიან. როგორც ისრაელის ოფიციალურმა პირმა სააგენტო „ასოშიეიტედ პრესს“ 6 ივლისს უთხრა, გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ მკვლელობა „ნაციონალისტური“ მოტივებით არის ჩადენილი. პალესტინელი ბიჭი, მუჰამედ აბუ ხუდიარი გასულ კვირაში გაიტაცეს და მისი დამწვარი გვამი მალევე აღმოაჩინეს იერუსალიმის ერთ-ერთ ტყეში. პალესტინელები აცხადებენ, რომ ეს მკვლელობა შურისძიება იყო, რომელიც ექსტრემისტმა ებრაელებმა ახლახან დასავლეთის სანაპიროზე გატაცებული სამი ისრაელელი ახალგაზრდის სიკვდილის გამო ჩაიდინეს.

XS
SM
MD
LG