Accessibility links

აშშ „ღრმად შეშფოთებულია“ ისრაელში აშშ-ის მოქალაქის ცემით


აშშ-მა დაგმო შეტევა პალესტინური წარმოშობის ახალგაზრდა ამერიკელ ბიჭზე, რომელიც, გავრცელებული ცნობებით, აღმოსავლეთ იერუსალიმში მღელვარე საპროტესტო გამოსვლების დროს სასტიკად სცემა ისრაელის პოლიციამ. ნაცემი ახალგაზრდა 2 ივლისს მოკლული პალესტინელი ბიჭის ბიძაშვილია. სახელმწიფო დეპარტამენტმა 5 ივლისს გაავრცელა განცხადება, რომ „ღრმად შეშფოთებულია“ ცნობებით, თითქოს 15 წლის ამერიკელი ბიჭი, ტარიკ ხდეირი, რომელიც ისრაელში დააკავეს, პოლიციაში სასტიკად იქნა ნაცემი 3 ივლისს. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნის, ჯენ ფსაკის განცხადებით, ვაშინგტონი „მკაცრად გმობს ძალის გადაჭარბებული გამოყენების ნებისმიერ შემთხვევას“ და გამოდის „სწრაფი, გამჭვირვალე და სანდო გამოძიების“ ჩატარების მოწოდებით. ფსაკიმ დასძინა, რომ ახალგაზრდა ბიჭი იერუსალიმში აშშ-ის საკონსულოს წარმომადგენელმა მოინახულა. ხდეირი ფლორიდის შტატში, ტამპაში ცხოვრობს და რეგიონში არდადეგებზე იყო ჩასული. გავრცელებული ცნობებით, ისრაელელმა მოსამართლემ ხდიარი კვირას ციხიდან გაათავისუფლა და ცხრადღიანი შინაპატიმრობა მიუსაჯა.

XS
SM
MD
LG