Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლავროვი ბულგარეთსა და სლოვენიაში „სამხრეთის ნაკადზე“ იმსჯელებს


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი 7-8 ივლისს ეწვევა სლოვენიას და ბულგარეთს და, როგორც ვარაუდობენ, განიხილავს „სამხრეთის ნაკადის“ გაზსადენის პროექტთან მიმართებით წარმოქმნილ პრობლემებს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ლავროვი სოფიაში მოლაპარაკებას გამართავს ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, კრისტიან ვიგენინთან, პრეზიდენტთან, როსენ პლევნელიევთან და პრემიერ-მინისტრთან, პამენ ორეშარკისთან. განცხადების თანახმად, რუსეთი იმედოვნებს, რომ განხორციელდება სამხრეთის ნაკადის პროექტის ბულგარეთზე გამავალი მონაკვეთი. პროექტის განხორციელებას შეფერხება შეექმნა ბრიუსელის შეშფოთების გამო, რომ გაზსადენის პროექტით ირღვევა ევროკავშირის ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა. 8 ივლისს ლავროვი სლოვენიაში შეხვდება პრეზიდენტ ბორუტ პაჰორს და სხვა ოფიციალურ პირებს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ სამხრეთის ნაკადის პროექტში მონაწილე ქვეყნებმა უნდა შესძლონ „დაკისრებული მოვალეობების შესრულება“ მილსადენის მშენებლობის პროცესში. მილსადენი რუსეთის გაზს შავი ზღვის ქვეშ გაატარებს და ჩაიტანს ბულგარეთში, სერბიაში, სლოვენიაში, უნგრეთსა და ავსტრიაში.

XS
SM
MD
LG