Accessibility links

logo-print

საქართველოს პარლამენტის სპიკერი აზერბაიჯანს სტუმრობს


საქართველოს პარლამენტის სპიკერი, დავით უსუფაშვილი 6-8 ივლისს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანს სტუმრობს. უსუფაშვილი შეხვდება თავის აზერბაიჯანელ კოლეგას, ოქტაი საბირ ასადოვს, ისევე, როგორც პრემიერ-მინისტრ არტურ რაშიზადეს და საგარეო საქმეთა მინისტრ ელმარ მამადიაროვს. პარლამენტის ვებსაიტზე გამოქვეყნებული ცნობის თანახმად, „შეხვედრების დროს მხარეები ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს განიხილავენ.“ აზერბაიჯანში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციაში ასევე შედიან ზვიად ძიძიგური, თედო ჯაფარიძე, ზურაბ ტყემალაძე, გუბაზ სანიკიძე, მახირ დარზიევი, ალი მამედოვი და კახაბერ ოქრიაშვილი.

XS
SM
MD
LG