Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნაზარბაევმა და პუტინმა განიხილეს ინტეგრაციის საკითხები


ყაზახეთის პრეზიდენტმა, ნურსულთან ნაზარბაევმა და მისმა რუსმა კოლეგამ, ვლადიმირ პუტინმა, ნაზარბაევის დაბადების დღეზე შემდგარ საუბარში განიხილეს ევრაზიული ინტეგრაციის საკითხები. კრემლის პრეს-სამსახურის ცნობით, პუტინმა ნაზარბაევს დაბადების დღის მისალოცად დაურეკა. ყაზახეთის ლიდერი 74 წლის შესრულდა. განცხადების თანახმად, ორმა ლიდერმა განიხილა „ევრაზიულ სივრცეში ინტეგრაციისთვის თანამშრომლობის ცალკეული საკითხები“. პუტინის თქმით, ნაზარბაევი, რომელიც უკვე 25 წელია ყაზახეთის ლიდერია, ქვეყანას მართავს „შთამბეჭდავი სოციალური, ეკონომიკური და საგარეო-პოლიტიკური მიღწევების“ პერიოდში. პუტინის განცხადებით, ევრაზიული ეკონომიკური კავშირის შექმნის გადაწყვეტილება „წევრი ქვეყნების მოქალაქეების ცხოვრების დონეს აამაღლებს“. კავშირი, რომელიც აერთიანებს ბელორუსიას, ყაზახეთს და რუსეთს, 1 იანვარს უნდა ამოქმედდეს.

XS
SM
MD
LG