Accessibility links

logo-print

საქართველოსა და რუსეთის წარმომადგენლები პრაღაში განიხილავენ სავაჭრო ურთიერთობის საკითხებს


დღეს პრაღაში გაიმართება საქართველოსა და რუსეთის წარმომადგენელთა შეხვედრა, რომელზეც სავაჭრო ურთიერთობის საკითხები განიხილება. ევროკავშირთან საქართველოს, მოლდავეთის და უკრაინის ასოცირების შეთანხმებების ხელმოწერის შემდეგ რუსეთმა განაცხადა, რომ თუ მის ბაზარს საფრთხე შეექმნება, ეკონომიკის დასაცავად ზომებს მიმართავს. თბილისის დელეგაციაში არიან ეკონომიკის და საგარეო საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლები. დელეგაციის წევრმა, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკური ანალიზისა და პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა ლალი ღოღობერიძემ, ჟურნალისტებს აცნობა, რომ დღევანდელი შეხვედრის ინიციატორი რუსეთია, რომლის წარმომადგენლებს გარკვეული საკითხები აინტერესებთ. ღოღობერიძის განმარტებით, ევროკავშირთან საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება არ არის მიმართული რომელიმე მესამე მხარის წინააღმდეგ და ხელმომწერებს შეუძლიათ სავაჭრო ურთიერთობები სხვა ქვეყნებთანაც ჰქონდეთ.

XS
SM
MD
LG