Accessibility links

logo-print

მაიდანზე გამოემშვიდობნენ აქტივისტ იური სიდორჩუკს


კიევში, მაიდანზე, გამოემშვიდობნენ იური სიდორჩუკს, რომელიც რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა 18 თებერვალს მიყენებული ჭრილობების შედეგად. მაიდანზე შეკრებილები სკანდირებდნენ: „გმირები არ კვდებიან“. ოთხი თვის განმავლობაში ცდილობდნენ ჩეხი ექიმები 53 წლის იური სიდორჩუკის გადარჩენას. ის მკურნალობის კურსს სამხედრო ჰოსპიტალში, ქალაქ ოლომოუცში გადიოდა. კვირას, მაიდანზე შეკრებილმა აქტივისგებმა ხალხს მოუწოდეს, არ დაშალონ ბარიკადები იმ დრომდე, სანამ არ შეგროვდება ყველა ის დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს, რომ ამ ზამთარში მიტინგის მონაწილეებს „ბერკუტმა“ ცეცხლი გაუხსნა.

XS
SM
MD
LG