Accessibility links

logo-print

ვალერი ჰელეტეი: სამხედრო ოპერაცია დონბასში არ შეჩერდება


უკრაინის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყნის ანტიტერორისტული ძალების სრულ საბრძოლო მზადყოფნაში არიან და სლავიანსკისა და კრამატორსკის შემდეგ მალე მოსახლეობა ლუგანსკისა და დონეცკის სხვა განთავისუფლებულ ქალაქებს იხილავს. ამის თაობაზე ვალერი ჰელეტეიმ ჟურნალისტებს ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმში განუცხადა. „ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ გავჩერდებით. რეგიონში კონცენტრირებულია შეიარაღებისა და ცოცხალი ძალის მაქსიმუმი, ეროვნული გვარდიის, შინაგან საქმეთა და ეროვნული უშიშროების სამსახური ძალების შემადგენლობით. მთელი ეს შეიარაღებული ძალა ტერორისტებისაგან დონბასისა და ლუგანსკის რეგიონებისა და სხვა ქალაქების დასაცავად იქნება გამოყენებული.“ უკრაინის თავდაცვის ახალმა მინისტრმა, ვალერი ჰელეტეიმ პირობა დადო, რომ „გამარჯვების აღლუმს“ ჩატარებს ყირიმში, რომელიც წელს მარტში მიიერთა რუსეთმა. ეს განცხადება ჰელეტეიმ პარლამენტის წინაშე გამოსვლისას გააკეთა. კანონმდებლებმა 3 ივლისს დაამტკიცეს გენერალ-პოლკოვნიკი ჰელეტეი თავდაცვის მინისტრის პოსტზე, რომელზეც ის უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ წარადგინა.

XS
SM
MD
LG