Accessibility links

logo-print

ალექსი პეტრიაშვილი: პრაღის შეხვედრისას საუბარი არ იქნება რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების კურსზე


პრაღაში საქართველოსა და რუსეთის წარმომადგენლების დღევანდელი შეხვედრა ტექნიკური ხასიათისაა - განუცხადა დღეს თბილისში ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ. მისი შეფასებით, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის შენარჩუნება და განვითარება ორივე ქვეყნის ინტერესებშია. ფანჯიკიძის თქმით, პრაღის შეხვედრაზე საუბარი იქნება იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება საქართველომ რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობა შეინარჩუნოს იმავე პირობით, როგორც ეს ხდებოდა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერამდე. დღესვე საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პრაღაში შეხვედრისას საუბარი იქნება მხოლოდ ვაჭრობის საკითხებზე და არა რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების კურსზე.

XS
SM
MD
LG