Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის ბრძოლებში ერთ-ერთი გენერალი დაიღუპა


ერაყის ხელისუფლების ცნობით გენერალი ნაიმ აბდულა სუდანი ქალაქ იბრაჰიმ ბინ ალისთან საარტილერიო დაბომბვის შედეგად დაიღუპა. ერაყის პრემიერ-მინისტრის ოფიციალური წარმომადგენლის ქასემ ატას ინფორმაციით, „გენერალი ტერორისტებთან ბრძოლაში წამებულის სიკვდილით აღესრულა.“ სამხედრო მაღალჩინოსნის დაღუპვის სხვა დეტალები უცნობია. ქალაქი იბრაჰიმ ბინ ალი ბაღდადის დასავლეთით, აბუ ღრაიბის მახლობლად მდებარეობს, სადაც ერაყის სამთავრობო ჯარები ბლოკირებული ჰყავთ ექსტრემისტული ორგანიზაცია „ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებს.

XS
SM
MD
LG