Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

60-მა ქალმა თავი დააღწია „ბოკო ჰარამის“ ტყვეობას


ნიგერიის დაზვერვის ინფორმაციით, 60-მა ქალმა და გოგონამ მოახერხა გაქცევა დაჯგუფება „ბოკო ჰარამის“ ტყვეობიდან. ისინი იმ 68 პირს შორის იყვნენ, რომლებიც ამბოხებულებმა ივნისში, ქალაქ დამბოას მახლობლად მოიტაცეს. ზოგიერთი ცნობის თანახმად, ქალებმა გაქცევა ჯერ კიდევ პარასკევს მოახერხეს. „ბოკო ჰარამის“ ტყვეობაში რჩება კიდევ 200-მდე სკოლის მოსწავლე, რომლებიც მებრძოლებმა აპრილში მოიტაცეს.

XS
SM
MD
LG