Accessibility links

logo-print

მსოფლიო ლიდერები ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალებას ეხმაურებიან


მსოფლიო ლიდერები საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის გარდაცვალებას ეხმაურებიან. ედუარდ შევარდნაძე 86 წლის ასაკში ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად 7 ივლისს გარდაიცვალა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა „ღრმა მწუხარება“ გამოხატა ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალების გამო. ყოფილმა საბჭოთა ლიდერმა მიხეილ გორბაჩოვმა შევარდნაძეს უწოდა „უდიდესი ნიჭის ადამიანი“, რომელიც „საერთაშორისო საქმეებში ახალი აზროვნების მხარდამჭერი იყო.“ ედუარდ შევარდნაძემ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ევროპის გათავისუფლებასა და გერმანიის გაერთიანებაში. 1992 წელს, საქართველოს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას დამხობის შემდეგ, ედუარდ შევარდნაძე დაბრუნდა სამშობლოში და ქვეყნის ლიდერი გახდა. შევარდნაძე ჯერ გარდამავალ ორგანოს - სახელმწიფო საბჭოს ედგა სათავეში, შემდეგ ჯერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ, მოგვიანებით 1995-2000 წლებში კი ორჯერ აირჩიეს ქვეყნის პრეზიდენტად. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, 2003 წლის ნოემბერში შევარდნაძე თანამდებობიდან გადადგა და პოლიტიკას ჩამოცილდა.

XS
SM
MD
LG