Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში მეორე ტურის შედეგებით აშრაფ ღანი ლიდერობს


ავღანეთის დამოუკიდებელი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად, 14 ივნისს გამართული განმეორებით საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების თანახმად ლიდერობს აშრაფ ღანი. მას ხმათა 56.44 პროცენტი აქვს, აბდულა აბდულას კი 43.56 %. ამასთან კომისიამ 7 ივლისს ხაზგასმით განაცხადა, რომ შედეგები წინასწარია და, შესაძლოა, შეიცვალოს. პრეზიდენტობის ორივე კანდიდატი მანიპულირებს 14 ივნისის განმეორებითი არჩევნების შედგებით. აბდულა აბდულა ხმის დათვლის პროცესს უწოდებს უსამართლოს და ხელახალ გადათვლას მოითხოვს. თუმცა ამ იდეას ეწინააღმდეგება ღანის საარჩევნო შტაბი, რომელიც აცხადებს, რომ მათმა კანდიდატმა მილიონზე მეტი ამომრჩევლის ხმა მიიღო.

XS
SM
MD
LG