Accessibility links

logo-print

ავღანეთში ხუთი პოლიციელი და ხუთი მოქალაქე მოკლეს


ხუთი პოლიციელი დაიღუპა მანქანაში, რომელსაც სარაკეტო ჭურვი მოხვდა ავღანეთის ჰერათის პროვინციის, ფარსის რაიონში. ქვეყნის ჩრდილოეთ ყუნდუზის პროვინციაში კი რაკეტა დაეცა საცხოვრებელ სახლს, რის შედეგადაც ხუთი კაცი, მათ შორის ბავშვები და ქალები დაიღუპნენ. მომხდარ ფაქტზე პასუხისმგებლობა არავის აუღია. თალიბანი ქვეყნის მასშტაბით აგრძელებს შეტევებს უსაფრთხოების ძალების წინააღმდეგ იმ დროს, როდესაც ქვეყანა განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოცხადების მოლოდინშია.

XS
SM
MD
LG