Accessibility links

ბიძინა ივანიშვილი ერთ-ერთ არხზე თოქშოუს თანაწამყვანი იქნება


დამოუკიდებელი ტელეკომპანია GDS-ი ადასტურებს, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი არხზე ერთ-ერთი საზოგადოებრივ-შემეცნებითი თოქშოუს ავტორი და თანაწამყვანი იქნება. ამის შესახებ ნათქვამია ტელევიზიის განცხადებაში. „ვადასტურებთ, რომ მიმდინარეობს იდეის და ზოგადად, პროექტის დამუშავების პროცესი, თუმცა არ ვადასტურებთ არც ერთ გავრცელებულ ინფორმაციას პროექტის შინაარსობრივ მხარესა და სხვა მონაწილე ადამიანებთან დაკავშირებით. ნებისმიერი საჭირო ინფორმაცია თემასთან დაკავშირებით გასაჯაროვდება და ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის, მანამდე კი ტელეკომპანია GDS საზოგადოებას მიმართავს თხოვნით, თავი შეიკავოს დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელებისგან", - ნათქვამია განცხადებაში. ამასთან, მასში აღნიშნულია, რომ პროექტის დამტკიცების შემთხვევაში, საზოგადოებრივ-შემეცნებითი თოქშოუ ტელეკომპანიის მაუწყებლობის ბადეში, სავარაუდოდ, ოქტომბრიდან ჩაჯდება.

XS
SM
MD
LG