Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიდ ბრიტანეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩად რევაზ გაჩეჩილაძე დაინიშნა


საქართველოს პრეზიდენტმა დიდ ბრიტანეთში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დანიშნა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ხელი მოაწერა განკარგულებას , რომლის თანახმად დიდ ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე, ასევე საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად რევაზ გაჩეჩილაძე დაინიშნა. ადმინისტრაციის ცნობით, იგი წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობებზე; სხვადასხვა დროს იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ისრაელის სახელმწიფოსა და სომხეთის რესპუბლიკაში. რევაზ გაჩეჩილაძე არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და წლების განმავლობაში მოღვაწეობდა ამავე უნივერსიტეტში.

XS
SM
MD
LG