Accessibility links

logo-print

ვაშინგტონს სურს ავღანეთში კენჭის ყრის დროს დარღვევების „სრული გადახედვა“


ვაშინგტონი გამოვიდა მოწოდებით, მთლიანად და ძირეულად გადაიხედოს ავღანეთში კენჭის ყრის დროს დარღვევების გამო ყველა საფუძვლიანი ბრალდება. 14 ივნისს გაიმართა ამ ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური. ავღანეთის დამოუკიდებელი ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 7 ივლისს გამოცხადებული წინასწარი შედეგებით, ლიდერობს აშრაფ ღანი. მას ხმათა 56.44 პროცენტი აქვს, აბდულა აბდულას კი 43.56 %. კომისიამ ხაზგასმით განაცხადა, რომ შედეგები წინასწარია და, შესაძლოა, შეიცვალოს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის, ჯენ საკის თქმით, გადახედვის თაობაზე თანხმობა ორივე კანდიდატმა განაცხადა. უნდა მოხდეს დათვლილი რვა მილიონი ბიულეტენიდან სამი მილიონის ხელახლა შეფასება.

XS
SM
MD
LG