Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა იმუქრება, რომ სრულ ბლოკადაში მოაქცევს დონეცკს და ლუგანსკს


უკრაინის სახელმწიფო უშიშროების და თავდაცვის საბჭოს თავჯდომარის, მიხაილო კოვალის თქმით, მთავრობის ჯარს განზრახული აქვს სრულ ბლოკადაში მოაქციოს დონეცკი და ლუგანსკი, სადაც სეპარატისტები არიან ახლა გამაგრებული. კოვალის თქმით, ბლოკადის მიზანი იქნება აიძულონ სეპარატისტები, დაყარონ იარაღი. სეპარატისტების თანახმად, ბლოკადის ყოველგვარი მცდელობა კონფლიქტის პოლიტიკური მოგვარების იმედის გაქრობა იქნება. სეპარატისტების ერთ-ერთი ლიდერი, პაველ გუბაროვი გამოვიდა მუქარით, რომ მთელი დონეცკი პარტიზანული ომის არენა გახდება. 7 ივლისს გავრცელდა ცნობა, რომ დონეცკისკენ მიმავალი სამი ხიდი აფეთქდა. სავარაუდოდ, სეპარატისტების ხელით.

XS
SM
MD
LG