Accessibility links

ისრაელი ახორციელებს დარტყმებს „ჰამასის“ ობიექტებზე


ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა გამოაცხადა, რომ ღაზის სექტორში, „ჰამასის“ ექსტრემისტული დაჯგუფების წინააღმდეგ, დაიწყო ოპერაცია სახელწოდებით „დაცული საზღვარი“. როგორც ისრაელის არმიის ვიცე-პოლკოვნიკი, პიტერ ლერნერი წერს თავის „ტვიტერის“ გვერდზე, დარტყმები განხორციელდება იმ ობიექტებზე, რომლებსაც „ჰამასი“ ისრაელზე თავდასხმისთვის იყენებს. რამდენიმე ხნით ადრე ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა, ღაზის სექტორში გართულებული მდგომარეობის გამო, 2000-მდე რეზერვისტის მობილიზაციის შესახებ გამოაცხადა. ისრაელისა და საერთაშორისო მედიასაშუალებების ინფორმაციით, ოპერაცია დღეს გამთენიისას დაიწყო. ორშაბათს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რამდენიმე ათეული რაკეტა გაისროლეს. რეგიონში ვითარება მას შემდეგ გართულდა, რაც რამდენიმე დღის წინ მოკლეს პალესტინელი მოზარდი. მანამდე, გასული კვირის დასაწყისში, იპოვეს იმ სამი ისრაელი მოწაფის გვამები, რომლებიც 12 ივნისს მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირიდან მოიტაცეს.

XS
SM
MD
LG