Accessibility links

logo-print

ჯონ კერი მწუხარებას გამოთქვამს ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალების გამო


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალების გამო და მას საქართველოს უდიდეს სახელმწიფო მოღვაწედ მოიხსენიებს. საგანგებო განცხადებაში კერი აღნიშნავს, რომ საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში, შევარდნაძემ დიდი წვლილი შეიტანა ცივი ომის დასრულებაში. კერის სიტყვებით, საქართველოს პრეზიდენტობის დროს, შევარდნაძემ საქართველო ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე დააყენა.

XS
SM
MD
LG