Accessibility links

ედუარდ შევარდნაძეს კვირას დაკრძალავენ


თბილისში გაიმართა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის დამკრძალავი სამთავრობო კომისიის სხდომა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თავმჯდომარეობდა. სხდომაზე განიხილეს ედუარდ შევარდნაძის დაკრძალვის საორგანიზაციო საკითხები. როგორც „ინტერპრესნიუსის“ სააგენტო პრემიერის პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ექს-პრეზიდენტის ნეშტს 13 ივლისს, 15 საათზე, სამების საკათედრო ტაძრიდან გამოასვენებენ. ედუარდ შევარდნაძის დაკრძალვას დაესწრებიან როგორც ოფიციალური დელეგაციები, ისე უცხოეთიდან ჩამოსული სტუმრები.

XS
SM
MD
LG