Accessibility links

logo-print

ოლანდმა და ობამამ პუტინს მოუწოდეს, გავლენა მოახდინოს სეპარატისტებზე


საფრანგეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებმა ფრანსუა ოლანდმა და ბარაკ ობამამ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს მოუწოდეს, გავლენა მოახდინოს პრორუსულ სეპარატისტებზე უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში, რათა მათ მოლაპარაკებები დაიწყონ კიევთან. ელისეს სასახლის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამი პრეზიდენტის სატელეფონო საუბარი 45 წუთს გაგრძელდა. ობამამ და ოლანდმა მოუწოდეს პუტინს, დაუყოვნებლივ შეხვდეს სეპარატისტებს, რათა რაც შეიძლება მალე გაფორმდეს საზავო შეთანხმება, ნათქვამია საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

XS
SM
MD
LG