Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის გემზე დაიწყო სირიიდან გატანილი ქიმიური იარაღის განადგურება


ხმელთაშუა ზღვაში მცურავ აშშ-ის გემ „კეიპ რეიზე“ დაიწყო სირიიდან გატანილი ქიმიური იარაღის განადგურების პროცესი. ამის შესახებ იუწყება აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი. მისი თქმით, მეტეოროლოგიური პირობებიდან გამომდინარე, ქიმიური იარაღის განადგურების პროცესს, შესაძლოა, 60 დღე დასჭირდეს. „კეიპ რეიმ“ გასულ ოთხშაბათს დატოვა იტალიის პორტი ჯოა ტაურო და ამჟამად საერთაშორისო წყლებში იმყოფება. ბორტზე დატვირთულია სირიიდან გამოტანილი 600 ტონამდე ქიმიური იარაღი, მათ შორის ზარინისა და იპრიტის მომწამვლელი გაზები. ქიმიური იარაღის გასანადგურებლად გემზე დამონტაჟებულია ჰიდროლიზის სისტემა. განეიტრალებული ქიმიკატებს სპეციალურ კონტეინერებში მოათავსებენ. პენტაგონის წარმომადგენლის განცხადებით, ჰიდროლიზის გვერდით პროდუქტს არც ატმოსფეროში გაუშვებენ და არც ზღვაში გადაყრიან. ქიმიური იარაღის განადგურების შეთანხმება შარშან აგვისტოში იქნა მიღწეული.

XS
SM
MD
LG