Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დამტკიცდა წყნარი და ატლანტის ოკეანეების შემაერთებელი არხის პროექტი


ნიკარაგუის დედაქალაქ მანაგუაში საგანგებო კომისიამ დაამტკიცა წყნარი და ატლანტის ოკეანეების შემაერთებელი ახალი არხის მშენებლობის პროექტის საბოლოო ვარიანტი. ნიკარაგუის გავლით გასაყვანი წყლის არტერიის სიგრძე, რომელიც კონკურენციას გაუწევს პანამის არხს, 278 კილომეტრი იქნება. პროექტმა, რომლის ღირებულებაც 40 მილიარდ დოლარს აღწევს, კიდევ რამდენიმე ექსპერტიზა უნდა გაიაროს. სპეციალისტებმა უნდა დაადგინონ, შეუქმნის თუ არა არხი რაიმე ეკოლოგიურ საფრთხეს მდინარე ნიკარაგუას. კომისიის წევრები ფიქრობენ, რომ, ექსპერტთა დადებითი დასკვნის შემთხვევაში არხის მშენებლობა წელსვე შეიძლება დაიწყოს. პროექტის მთავარი ინვესტორია ჩინეთის კორპორაცია HKND, რომელსაც ბინა ჰონკონგში უდევს.

XS
SM
MD
LG