Accessibility links

logo-print

იაპონიის სამხრეთ კუნძულებს მძლავრი ტაიფუნი მიუახლოვდა


იაპონია ავრცელებს სასწრაფო გაფრთხილებას ქვეყნის სამხრეთ კუნძულების მცხოვრებთათვის, საითაც მიემართება უკანასკნელი ათწლეულის ყველაზე ძლიერი ტაიფუნი „ნეოგური“. სამშაბათს დილით ტაიფუნმა იაპონიის სამხრეთ კუნძულების უკიდურეს წერტილს მიაღწია. იაპონიის მეტეოროლოგიური სამსახურის განცხადებით, ოკინავას პრეფექტურის კუნძულებზე მოსალოდნელი კოკისპირული წვიმა, 14-მეტრიანი ტალღების წარმოქმნა და გრიგალი, რომლის სიჩქარეც საათში 200 კილომეტრს მიაღწევს. ხელისუფლება მოუწოდებს მოსახლეობას, თავი უსაფრთხო ადგილებს შეაფაროს. შექმნილია სპეციალური ჯგუფები, რომლებიც უზრუნველყოფენ სხვადასხვა სამაშველო სამსახურის კოორდინირებულ მუშაობას.

XS
SM
MD
LG