Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის არჩევნებში თავს გამარჯვებულად აბდულა აცხადებს


ქაბულში, მხარდამჭერების წინაშე გამოსვლისას ავღანეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა, აბდულა აბდულამ თავი გამარჯვებულად გამოაცხადა ქვეყანაში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში და განაცხადა, რომ პირველად შედეგებში მისი მეორე ადგილზე გასულად გამოცხადება გაყალბების შედეგია. წინასწარი შედეგებით გამარჯვებულად გამოცხადდა აბდულას მეტოქე, აშრაფ ღანი. „ჩვენ ვამაყობთ. ხალხის ხმებს პატივს ვცემთ. ჩვენ გამარჯვება მოვიპოვეთო“ – უთხრა აბდულამ ათასობით მხარდამჭერს და დასძინა - გაყალბებულ შედეგს არასოდეს მივიღებთო. თუმცა ამავე დროს აბდულა გამოვიდა ქვეყნის ერთიანობის შენარჩუნების მოწოდებით. „არ გვსურს სამოქალაქო ომი და კრიზისიო“, განაცხადა აბდულამ. 8 ივლისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჯონ კერი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ ავღანეთში ხელისუფლების „კანონგარეშე ზომებით“ დაუფლების მცდელობა ქვეყანას შეიძლება საერთაშორისო დახმარების შეწყვეტად დაუჯდეს. მხარდამჭერები ვარაუდობენ, რომ აბდულამ შეიძლება თავისი ეროვნული მთავრობის ფორმირების შესახებ გამოაცხადოს.

XS
SM
MD
LG