Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთი იძიებს ქართველი კრიმინალური ფიგურისთვის პასპორტის გაცემას


ყირგიზეთმა დაიწყო პასპორტის უკანონოდ გაცემის ფაქტის გამოძიება ქართველ კრიმინალურ ფიგურად მიჩნეული პირისთვის. ყირგიზეთის ქალაქ ოშის პროკურორმა, ატაი შაკირ ულუმ რადიო თავისუფლებას 8 ივლისს უთხრა, რომ ამ საქმის გამოსაძიებლად შექმნილია საგანგებო ჯგუფი. კრიმინალური წრეების ლიდერად მიჩნეული ქართველი, „რემენას“ სახელით ცნობილი რომან ბარბაქაძე გასულ თვეში უკრაინაში დააკავეს ყირგიზეთის პასპორტით, რომელიც ქალაქ ოშში იყო გაცემული, 2012 წელს. პასპორტში ბარბაქაძე რამინ ალხოზოვის სახელით იყო აღრიცხული. ბარბაქაძის საქართველოში დეპორტაცია თბილისის თხოვნის საფუძველზე განხორციელდა.

XS
SM
MD
LG