Accessibility links

logo-print

მოსკოვი აშშ-ს ბრალს სდებს ჰაკერობაში რუსი ეჭვმიტანილის „გატაცებაში“


მოსკოვი აცხადებს, რომ აშშ-ის მიერ კომპიუტერული ჰაკერობის ბრალდებით რუსი მამაკაცის დაპატიმრება წარმოადგენს „რუსეთის მოქალაქის გატაცების“ ტოლფას აქტს. 30 წლის რომან სელეზნიოვი 5 ივლისს, მალდივის კუნძულებზე დააკავა აშშ-ის საიდუმლო სამსახურმა და ის გუამის კუნძულებზე იქნა გადაყვანილი. მას ბრალად ედება აშშ-ში საცალო გაყიდვის კომპიუტერულ სისტემაში შეღწევა, ათასობით საკრედიტო ბარათის მონაცემების მოპარვის მიზნით. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 8 ივლისს განაცხადა, „ჩვენ ამას ვაშინგტონის მიერ გადადგმულ კიდევ ერთ არამეგობრულ ნაბიჯად მივიჩნევთო“ და მოითხოვა „ინციდენტის შესახებ დამაჯერებელი ახსნა-განმარტების მიღება“. დაკავებული რუსეთის სათათბიროს დეპუტატის, ვალერი სელეზნიოვის შვილია.

XS
SM
MD
LG