Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმ


ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა. მან სამძიმარი გამოუცხადა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ოჯახს, ქვეყნის მოქალაქეებს და მთავრობას. ბან კი მუნმა აღნიშნა, რომ საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრობის პერიოდში ედუარდ შევარდნაძემ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ცივი ომის პერიოდის უთანხმოების დაძლევასა და გაეროს მეშვეობით ბირთვული განიარაღების საკითხში

XS
SM
MD
LG