Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის პარლამენტი მუშაობას 13 ივლისს განაახლებს


ერაყის ახალმა პარლამენტმა გადაწყვიტა მომავალ კვირაში გამართოს სხდომა ახალი მთავრობის ფორმირებაზე სამუშაოდ. ამით პარლამენტმა შეცვალა აქამდე მიღებული გადაწყვეტილება სხდომის აგვისტომდე გადადების თაობაზე. სპიკერის მოვალეობის შემსრულებელი, მეჰდი ალ-ჰაფიდი გავრცელებულ განცხადებაში ამბობს, რომ კანონმდებლები 13 ივლისს გამართავენ სხდომას „საჯარო ინტერესის დაკმაყოფილების, საკონსტიტუციო პროცედურებისადმი ერთგულების და დემოკრატიის მშენებლობაში უწყვეტობის“ უზრუნველსაყოფად. სხდომის 12 აგვისტომდე გადადების გადაწყვეტილებას აკრიტიკებდნენ როგორც ადგილობრივი პარლამენტარები, ისე აშშ. პარლამენტმა უნდა შეავსოს თავის წიაღში მოქმედი სამი მთავარი პოსტი, რომლებიც შიიტ არაბებს, სუნიტ არაბებს და ქურთთა თემს შორის უნდა განაწილდეს. გასულ კვირაში გამართული პარლამენტის სხდომა ქაოსურად დასრულდა. ერაყის პოლიტიკური კრიზისის ფონია წარსულში „ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფოს“, ახლა კი უბრალოდ ისლამური სახელმწიფოს სახელით ცნობილი ექსტრემისტული ჯგუფის მიერ ქვეყნის ტერიტორიის დიდი მონაკვეთის ხელში ჩაგდება.

XS
SM
MD
LG