Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში აფეთქებამ 12 ავღანელი და ნატოს ოთხი ჯარისკაცი შეიწირა


ავღანეთში თვითმკვლელი თავდამსხმელის მიერ მოწყობილმა აფეთქებამ შეიწირა, სულ ცოტა, 10 სამოქალაქო პირი, ორი პოლიციელი და ნატოს ოთხი ჯარისკაცი. თავდასხა 8 ივლისს მოეწყო ფარვანის პროვინციის ბაგრამის რაიონში. პროვინციის გუბერნატორის პრესმდივნის, ვაჰიდ სედიკის ინფორმაციით, ამფეთქებელმა იერიში მიიტანა ჩეხ ჯარისკაცებზე, ადგილობრივ კლინიკაში მათი მისვლის შემდეგ. ჩეხეთის სამხედრო პერსმდივნის განცხადებით, ოთხივე დაღუპული უცხოელი ჩეხები იყვნენ და სერიოზულად დაიჭრა ჩეხეთის კიდევ ერთი წარმომადგენელი. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა თალიბანმა იკისრა.

XS
SM
MD
LG