Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის საფეხბურთო ნაკრებმა 7:1 დაამარცხა ბრაზილიის გუნდი


სამშაბათს გერმანიის საფეხბურთო ნაკრებმა ბრაზილიაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის პირველ ნახევარფინალურ მატჩში, ბელუ ჰორიზოტეში გამანადგურებელი ანგარიშით 7:1 დაამარცხა მასპინძელთა გუნდი. გერმანელებმა პირველ ტაიმში 18 წუთის განმავლობაში ხუთი გოლი გაიტანეს. ანგარიში მე-11 წუთზე გახსნა თომას მიულერმა. 23-ზე კი მიროსლავ კლოზემ მეორედ აიღო მეტოქის კარი. ამ გოლის შემდეგ კლოზეს ყველაზე მეტი, 16 გოლი აქვს გატანილი მსოფლიო ჩემპიონატების ფინალურ ტურნირებზე. 24-ე და 26-ე წუთებზე ტონი კროოსმა და 29-ზე სამი კედირამ კიდევ სამი გოლი გაიტანეს და 5:0-მდე გაზარდეს ანგარიში. მატჩის მეორე ნახევარში ანდრე შიურლემ ორჯერ მიაღწია წარმატებას. თამაშის 90-ე წუთზე კი ბრაზილიელმა ოსკარმა ერთი გოლის გაქვითვა შეძლო. მეორე ნახევარფინალური მატჩი ოთხშაბათს გაიმართება არგენტინისა და ნიდერლანდების გუნდებს შორის. ფინალური მატჩი კი 13 ივლისს შედგება.

XS
SM
MD
LG