Accessibility links

logo-print

ჰამასმა ისრაელს რაკეტები ესროლა


ისლამისტური მოძრაობა ჰამასის გასამხედროებულმა ფრთამ განაცხადა, რომ რამდენიმე რაკეტა დაუშინა იერუსალიმს და ისრაელის კიდევ ორ ქალაქს. „ზედინ ალ-ყასამის ბრიგადების“ განცხადებაში ნათქვამია, რომ ერთი რაკეტა ესროლა ჰაიფას, ოთხი იერუსალიმს და ოთხი - თელ-ავივს. ეს დარტყმები განხორციელდა მაშინ, როცა ისრაელმა ათობით საჰაერო იერიში განახორციელა ღაზის სექტორში, რასაც შედეგად სულ ცოტა 17 პალესტინელის სიცოცხლე ემსხვერპლა. ისრაელის შეიარაღებული ძალების თანახმად, 8 ივლისს 130-ზე მეტი რაკეტა იქნა გასროლილი ისრაელის მიმართულებით მას შემდეგ, რაც ისრაელმა იერიში წამოიწყო. ისრაელის მთავრობამ არმიას 40 ათასამდე რეზერვისტის მობილიზების ნებართვა გასცა. თეთრმა სახლმა დაგმო ჰამასის მიერ რაკეტების გასროლა და ამავე დროს მოუწდა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეტანიაჰუს, არ შეწყვიტოს პალესტინელებთან დიპლომატიური არხებით ურთიერთობა.

XS
SM
MD
LG