Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევი მოსკოვს მოუწოდებს, გაათავისუფლოს უკრაინელი მფრინავი ქალი


უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო პროტესტს გამოთქვამს რუსეთის მიერ უკრაინელი მფრინავი ქალის, ნადეჟდა სავჩენკოს დაკავების გამო. უკრაინის მედიასაშუალებების ცნობით, სავჩენკო, რომელსაც ბრალად ედება რუსი ჟურნალისტების მკვლელობა, ქალაქ ვორონეჟის ერთ-ერთ საგამოძიებო იზოლატორში იმყოფება. მისი დის თქმით, სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. 31 წლის მფრინავი, რომელიც მოხალისეთა ბატალიონის წევრი იყო, ერთი კვირის წინ, ლუგანსკის ოლქში გაუჩინარდა. მოგვინებით გაირკვა, რომ ის სეპარატისტთა ტყვეობაში აღმოჩნდა. მოლაპარაკებები სავჩენკოს გათავისუფლების თაობაზე რამდენიმეჯერ ჩაიშალა.

XS
SM
MD
LG