Accessibility links

logo-print

დიდ ბრიტანეთს სირიისთვის ქიმიკატების მიწოდებაში ადანაშაულებენ


დღეს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, შესაძლოა, უპასუხოს ბრალდებებს, რომელთა თანახმად, ბრიტანეთის კომპანიებმა სირიას მიჰყიდეს ქიმიკატები, რომლებიც შემდეგ გამოიყენებოდა მომწამვლელი გაზის, ზარინის დასამზადებლად. ბიბისის მიერ აღმოჩენილი დოკუმენტის მიხედვით, სირიისთვის ბრიტანეთი იყო ერთადერთი მიმწოდებელი ორი უმთავრესი ქიმიკატისა, რომლებიც გამოიყენება მომწამვლელი გაზის დასამზადებლად. 2013 წლის აგვისტოში, სირიის ომის დროს, ზარინის გამოყენებას ასობით ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის მრავლად იყვნენ ბავშვები.

XS
SM
MD
LG