Accessibility links

გერმანიასთან ბრაზილიელთა გამანადგურებელ მარცხს არეულობა მოჰყვა


ფეხბურთელთა მსოფლიო ჩემპიონატშზე ბრაზილიის ნაკრების გამანადგურებელი მარცხის შემდეგ, ქვეყნის რამდენიმე ქალაქში მასობრივი არეულობები დაიწყო. სოციალურ ქსელებში გაჩნდა ფოტოები, რომლებზეც ჩანს, როგორ წვავენ გულშემატკივრები ბრაზილიის დროშებს. ქალაქ სან პაულუში ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩებში. „ტვიტერით“ გავრცელებულ ფოტოებზე ჩანს, რომ ქალაქის ქუჩებში ხანძრებია. დაშავებულთა შესახებ ჯერჯერობით არაფერს იტყობინებიან. ხალხის დასაშლელად პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. რამდენიმე ინციდენტი მოხდა რიო დე ჟანეიროში, სადაც, კოპაკაბანის ცნობილ პლაჟზე ათასობით ადამიანი ადევნებდა თვალს მატჩის მსვლელობას. გუშინ ბრაზილიის ნაკრები ჩემპიონატის ნახევარფინალში გამანადგურებელი ანგარიშით (1:7) დამარცხდა გერმანიასთან.

XS
SM
MD
LG