Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების შეთანხმებას მალე პოლონეთის პარლამენტიც გაუკეთებს რატიფიკაციას


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი დღეს თბილისში შეხვდა პოლონეთის სენატის მარშალს ბოგდან ბორუსევიჩს, რომლის თქმით, პოლონეთის პარლამენტი უახლოეს მომავალში გაუკეთებს რატიფიკაციას ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების შეთანხმებას - მას შემდეგ, რაც შესაბამის დოკუმენტს მიიღებს საგარეო საქმეთა სამინისტროსგან. ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან ასოცირების შეთანხმების რატიფიკაცია უკვე მოახდინეს რუმინეთმა და ლიტვამ.

XS
SM
MD
LG