Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი მარგველაშვილი ნატოს სამიტში მონაწილეობას გეგმავს


უელსში, ნატოს სექტემბრის სამიტზე გაემგზავრება საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი - განაცხადა დღეს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ. მისივე თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მთავრობისთვის სასურველი და მიზანშეწონილია, ნატოს სამიტში მონაწილეობა სწორედ პრეზიდენტმა მიიღოს. სამიტისთვის მოსამზადებელი სამუშაოების განსახილველად თბილისში იმყოფება ალიანსის გენერალური მდივნის საგანგებო წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი. ნატოს სამიტი უელსში 4-5 სექტემბერს გაიმართება.

XS
SM
MD
LG