Accessibility links

ედუარდ შევარდნაძის სამოქალაქო პანაშვიდები დღეს და ხვალ გაიმართება


დღეს და ხვალ კრწანისის რეზიდენციაში გაიმართება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სამოქალაქო პანაშვიდები. 11 და 12 ივლისს ექს-პრეზიდენტის ცხედარი დასვენებული იქნება სამების საკათედრო ტაძარში. ედუარდ შევარდნაძე 7 ივლისს, 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს 13 ივლისს დაკრძალავენ კრწანისის რეზიდენციის ეზოში, მეუღლის გვერდით.

XS
SM
MD
LG