Accessibility links

ისრაელმა „რკინის თაღის“ სისტემით ჩამოაგდო ღაზის სექტორიდან ნასროლი რაკეტები


ისრაელი აცხადებს, რომ ქალაქ თელ ავივისთვის ღაზის სექტორიდან ნასროლი, სულ ცოტა, ორი რაკეტა ჩამოაგდო „რკინის თაღის“ სისტემით. თელ ავივში და ცენტრალურ ისრაელში დღეს საჰაერო რეიდის სირენები ჩაირთო. ისლამისტების მოძრაობა „ჰამასის“ გასამხედროებულმა ფრთამ 8 ივლისს გამოაცხადა, რომ რამდენიმე რაკეტა ესროლა იერუსალიმს, თელ-ავივსა და ჰაიფას. ხოლო ისრაელის საჰაერო ძალებმა წუხელ 160 ობიექტი დაბომბეს ღაზის სექტორში, სადაც აგრძელებენ ფართომასშტაბიან კამპანიას სარაკეტო იერიშებისთვის ბოლოს მოსაღებად. ორდღიანი ოპერაციის შედეგად, სულ ცოტა, 23 პალესტინელი დაიღუპა. საჰაერო დარტყმებისას რაკეტა მოხვდა ჰამასის ერთ-ერთი მეთაურის სახლსაც. დაიღუპა ექვსი ადამიანი, ჰამასის მეთაურის ჩათვლით. ისრაელის მთავრობამ არმიას დაავალა 40 000-მდე რეზერვისტის მობილიზება. ისრაელი ღაზაში შეჭრით იმუქრება, თუ ბოლო არ მოეღება საჰაერო დარტყმებს.

XS
SM
MD
LG