Accessibility links

logo-print

რუსეთი დათანხმდა მოსკოვში აშშ-ის ელჩად ჯონ ტეფტის დანიშვნას


რუსეთი დათანხმდა მოსკოვში აშშ-ის ელჩად ჯონ ტეფტის დანიშვნას. საგარეო პოლიტიკის საკითხებში პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის თანაშემწემ, იური უშაკოვმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ თანხმობა მიცემულია, რაც მიანიშნებს დიპლომატიურ პროცედურაზე, როცა მასპინძელი ქვეყნის მთავრობა თანხმდება ელჩის ნომინაციას. ჯონ ტეფტი ცნობილია ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის პროდასავლური ორიენტაციის მხარდაჭერით. 2005-2009 წლებში ის იყო საქართველოში შეერთებული შტატების ელჩი, მოგვიანებით უკრაინაში ელჩიც. აშშ-ის სენატის მიერ მისი კანდიდატურის დამტკიცების შემთხვევაში, ჯონ ტეფტი დაიკავებს პოსტს, რომელიც მანამდე ეკავა მაიკლ მაკფოლს. ეს უკანასკნელი თებერვალში გადადგა, რუსეთში ელჩად სულ ორი წელი მუშაობის შემდეგ.

XS
SM
MD
LG