Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღაზის სექტორში მსხვერპლის რაოდენობა იზრდება


პალესტინელი ოფიციალური პირების ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, სულ ცოტა, 35 ადამიანი დაიღუპა ღაზის სექტორში, სადაც ისრაელი სულ უფრო ინტენსიურად ატარებს საჰაერო იერიშებს, პალესტინელი ექსტრემისტების სარაკეტო დარტყმებზე საპასუხოდ. ისრაელის ცნობით, 8 ივლისს დილით ოპერაციის დაწყების შემდეგ მისმა საბრძოლო თვითმფრინავებმა 430 ობიექტი დაბომბეს. ამავე წყაროს თანახმად, 8 ივლისს ისრაელის ტერიტორიაზე ჩავარდა პალესტინელი ექსტრემისტების მიერ ნასროლი 117 რაკეტა. კიდევ 45 რაკეტა ისრაელმა მოიგერია „რკინის თაღად“ წოდებული ანტისაჰაერო სისტემით. ისრაელი ღაზაში სამხედრო ინტერვენციით იმუქრება, თუ ბოლო არ მოეღება პალესტინელი ექსტრემისტების სარაკეტო იერიშებს.

XS
SM
MD
LG