Accessibility links

წელს ავღანეთში მკვეთრად იმატა სამოქალაქო მსხვერპლმა


გაეროს მონაცემებით, ავღანეთში სამოქალაქო მსხვერპლმა თითქმის 17%-ით იმატა 2014 წლის პირველ ნახევარში, წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით. გაეროს ახალ ანგარიშში ნათქვამია, რომ წელს ძალადობამ იანვრიდან ივნისის ჩათვლით შეიწირა 1564 სამოქალაქო პირი მაშინ, როცა 1342 დაიღუპა 2013 წლის პირველ ექვს თვეში. 21%-ით არის გაზრდილი ბავშვებს შორის დაღუპულების რაოდენობა. წელს ძალადობას 295 ბავშვი შეეწირა. გაერო აცხადებს, რომ თალიბანი და სხვა მეამბოხეები რჩებიან სამოქალაქო პირებს შორის მსხვერპლის გამომწვევ მთავარ ძალებად. მსხვერპლის მატების შემაშფოთებელი ტენდენციის ფონს ქმნის აშშ-ისა და მისი მოკავშირეების ჯარების მზადება 2014 წლის მიწურულს ავღანეთიდან გასასვლელად.

XS
SM
MD
LG