Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის პრემიერი: ქურთების დედაქალაქი ექსტრემისტების ბაზა ხდება


ერაყის პრემიერ-მინისტრ ნური ალ-მალიკის განცხადებით, ქურთების ავტონომიური რეგიონის დედაქალაქი ირბილი სამხედრო ბაზა ხდება ექსტრემისტებისათვის, რომლებიც თავიანთ ორგანიზაციას „ისლამურ სახელმწიფოს“ უწოდებენ. წინათ ეს ჯგუფი ცნობილი იყო, როგორც „ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფო“. მალიკიმ ირბილში ექსტრემისტების გაძლიერების შესახებ შეფასება გამოთქვა 9 ივლისს, ყოველკვირეული ტელემიმართვის დროს. ცნობების თანახმად, ბევრმა სუნიტმა მუსლიმმა შეაფარა თავი ირბილს ჩრდილოეთ ერაყში მდებარე ქალაქ მოსულიდან მას შემდეგ, რაც ივნისში ექსტრემისტებმა ამ რეგიონში ტერიტორიის დიდი ნაწილი დაიპყრეს.

XS
SM
MD
LG